არესტოვიჩი: ახლა 700 000 მებრძოლი გვყავს, თუ საჭირო იქნება მილიონამდე მივაღწევთ
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა 24 მაისს, რუს უფლებადამცველთან, ბლოგერ მარკ ფეიგინთან საუბრისას განაცხადა, რომ არსებობს კიდევ 300 000 უკრაინელის მობილიზების შესაძლებლობა.
"ახლა გვყავს 700 ათასი შეიარღებული პირი, თუ საჭირო იქნება მილიონამდე მივაღწევთ. შემთხვევითი არ იყო მილიონზე საუბარი. პლუს 300 ათასი ჯარისკაცი ფრონტის ხაზზე - და დაწერე ფიქტიურად, "ტყუილად ელის მოხუცი ქალი შვილის სახლში დაბრუნებას", - მან უკრაინისა და რუსეთის სამობილიზაციო სისტემები შეადარა და რუსი დედების ამაო ლოდინზე იხუმრა.
არესტოვიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ეს სისტემა ომის რვა წლის განმავლობაში მუშავდებოდა. მრჩეველის თქმით, ამ საკითხში უპირატესობა უკრაინას აქვს.
"საკითხავი მხოლოდ ისაა, რითი ვიარაღდებით, ეს არის რუსეთისთვისაც და ჩვენთვისაც. ყველაფერი დასავლური იარაღის გადმოცემაზეა დამოკიდებული და მათ საკუთარი სირთულეები აქვთ. იარაღის ნაწილი უნდა იყოს წარმოებული, ნაწილი უნდა დამზადდეს და გადაეცეს დასავლურ ჯარებს, რომ ჩვენ გადმოგვცენ. გრძელი ამბავია. ჩვენ სამიზნე პერიოდად ივლისის მეორე ნახევარს ვისახავთ", - დასძინა მან.