არესტოვიჩი: რუსებს წინსვლა არცერთ ფრონტზე არ აქვთ

რუსმა ოკუპანტებმა ბოლო ერთი დღის განმავლობაში ვერცერთ ფრონტზე ვერ შეძლეს წინსვლა, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.

"ღამით, ოკუპანტებმა განახორციელეს სარაკეტო და საჰაერო დარტყმები კიევზე, ​​ჟიტომირზე, ხარკოვზე, ჩერნიგოვზე, მარიუპოლსა და სუმის რეგიონზე - უკრაინის შეიარაღებული ძალები პასუხობენ და კონტრშეტევას იწყებენ", - აღნიშნა არესტოვიჩმა.

მისივე თქმით, მტერმა მკვეთრად გაზარდა საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების ინტენსივობა, რომელიც უკრაინელების წინააღმდეგ ტარდება:

"ეს ნიშნავს, რომ ისინი ვერ მოქმედებენ კარგად მიწასა და ჰაერში, ამიტომ საინფორმაციო სივრცეში გვესხმიან თავს. მათი მთავარი მიზანია დავკარგოთ წინააღმდეგობის ფსიქოლოგიური უნარი."

მსგავსი სიახლეები