არესტოვიჩი: რუსი ოკუპანტები დანებებისა და ხერსონის დატოვებისთვის ემზადებიან
რუსეთის საოკუპაციო ჯარები ემზადებიან მათ მიერ დროებით ოკუპირებული ხერსონის ჩასაბარებლად. განცხადება უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა ტატიანა პოპოვასთან ინტერვიუში 5 აპრილს გააკეთა.
"რუსებმა უკვე მოამზადეს ხერსონი ჩაბარებისთვის. ცოტამ თუ იცის ამის შესახებ, მაგრამ ისინი სერიოზულად განიხილავენ ხერსონის დატოვებას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხვალ ხერსონი გათავისუფლდება, მაგრამ მაინც - თქვა არესტოვიჩმა - ნიკოლაევის რაიონში მტერი საერთოდ არ არის, ყველა ბრძოლა უკვე ხერსონის რეგიონში მიმდინარეობს."
მისივე თქმით, რუსი ოკუპანტები ხერსონის რეგიონში "მტკიცედ გადავიდნენ თავდაცვაზე".
"მარჯვენა სანაპიროზე ძალიან მცირე ჯგუფი ჰყავთ, რომელსაც ჩვენი ჯარები ხრავენ." - თქვა არესტოვიჩმა.