არესტოვიჩი: უკრაინაში 5.5 მილიონი ადამიანის მობილიზება შეიძლება

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მიიჩნევს, რომ საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში 5.5 მილიონი ადამიანის მობილიზება შეიძლება. ამის შესახებ მან 24 სექტემბერს რუს ადვოკატთან და ბლოგერ მარკ ფეიგინთან ინტერვიუში განაცხადა.

არესტოვიჩის თქმით, რუსეთში მობილიზაცია სამ ეტაპად ჩატარდება, ბოლო ეტაპი დეკემბერში დასრულდება. მთლიანობაში, მისი აზრით, დაახლოებით 1 მილიონი რუსი მობილიზდება, შესაძლოა მეტიც.

ფეიგინმა მას ჰკითხა, აქვს თუ არა უკრაინას შესაძლებლობა დაუპირისპირდეს რუსეთის ფედერაციას საკადრო თვალსაზრისით.

"ჩვენ გყვავს 1 მილიონი შეიარაღებული ადამიანი მთელი ქვეყნის მასშტაბით," - უპასუხა არესტოვიჩმა და თქვა, რომ უკრაინა გეოგრაფიულად არახელსაყრელ მდგომარეობაშია, რადგან რუსული არმია აკრავს ტერიტორიის ხუთ მეექვსედს.

"პრობლემა ის არის, რომ ჩვენ თანაბრად ძლიერები უნდა ვიყოთ. ჩვენ გვაქვს შიდა ფრონტის ხაზი 1390 კმ, პლუს გარე ფრონტის ხაზი თითქმის 4000 კმ, საზღვაო საზღვრების გათვალისწინებით. ეს ყველაფერი დაცული უნდა იყოს. ამიტომ, ჩვენ ვიცავთ ყველაზე არახელსაყრელი გზით: ყველგან ერთნაირად ძლიერი უნდა ვიყოთ. სამწუხაროდ. მაგრამ ეს იმასაც ნიშნავს, რომ თუ საკმარისი რესურსი არ არის, ჩვენ მობილიზებას მოვახდენთ. ისევ. რა თქმა უნდა, არის [მობილიზაციის რეზერვი]. ჩვენ გვყავს 5.5 მილიონი", - უპასუხა არესტოვიჩმა.

მისი თქმით, საუბარია მოქალაქეებზე, რომლებიც პოტენციურად შეიძლება გაიწვიონ, მოკავშირეებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ გაზარდონ თავდაცვითი დახმარება ამ მობილიზებულთა უზრუნველსაყოფად.

"ბოლოსდაბოლოს, ჩვენ ვართ 40 მილიონიანი ქვეყანა, გავიწვევთ მილიონს, თუ რამეა. დიახ, და დასავლეთი დაგვეხმარება. თუ საკმარისი არ იქნება, კიდევ გამოვაცხადებთ მობილიზაციას", - თქვა არესტოვიჩმა.

ის აღიარებს, რომ შესაძლოა სტუდენტების მობილიზება მოხდეს.

მსგავსი სიახლეები