აშშ ATACMS-ების უკრაინისთვის მიწოდებას ზელენსკის ვიზიტის დროს არ გამოაცხადებს - Axios
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია არ გეგმავს 21 სექტემბერს, ვოლოდიმირ ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს, უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების მიწოდების გამოცხადებას.
ამის შესახებ Axios წყაროზე დაყრდნობით წერს.
მანამდე ამერიკული მედია წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ახლოს იყო ATACMS-ის მიწოდების გადაწყვეტილებასთან. კიევი კი იმედოვნებდა, რომ ბაიდენი ამას მომავალ კვირას გამოაცხადებდა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ვიზიტისას აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოვა. ეს ინფორმაცია ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე დაადასტურა.
Європейська правда-მ შაბათს დილით დაწერა, რომ შეერთებული შტატები და გერმანია უკრაინისთვის ATACMS-ის შორს მოქმედი რაკეტების და გერმანული Taurus-ის გადაცემის საკითხს განიხილავენ, მაგრამ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.