აშშ გაყინული ავღანური აქტივებიდან 9/11-ის მსხვერპლთა ოჯახების კომპენსაციას აპირებს
აშშ ავღანეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების ნაწილს, 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებისთვის კომპენსაციების გაცემას მოახმარს.
ბაიდენმა ფონდების, რომლებიც ამერიკამ შარშან ავღანეთის ხელისუფლებაში თალიბების მოსვლის შემდეგ გაყინა, ნიუ იორკის ფედერალური სარეზერვო ბანკის ანგარიშზე გადარიცხვა ბრძანა.
შვიდი მილიარდი აშშ დოლარის აქტივებიდან სამნახევარი მილიარდი დოლარი საკომპენსაციო ფონდში გადაირიცხება, დარჩენილი თანხა კი ავღანეთის ჰუმანიტარულ დახმარებას მოხმარდება.
მსხვერპლთა ოჯახების კომპენსაციისთვის გაყინული აქტივების გამოყენება ფედერალური სასამართლოს თანხმობას მოითხოვს.
თეთრ სახლის მაღალჩინოსნის თანახმად, სასამართლო პროცესს რამდენიმე თვე დასჭირდება.
ავღანეთში ჰუმანიტარული კატასტროფის ფონზე ბაიდენის ადმინისტრაცია ზოგიერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის კრიტიკის ქვეშ მოექცა, იმის გამო, რომ ვაშინგტონი ქაბულისთვის ფინანსური დახმარების მიწოდებას ზღუდავს.
თეთრ სახლში აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია, ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება კონტროლდებოდეს და თალიბანის ხელში არ მოექცეს.