აშშ: ირანი აპირებს რუსეთს ასობით სამხედრო დრონი გადასცეს

აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანის თქმით, ირანი აპირებს რუსეთს ასობით სამხედრო დანიშნულების დრონი გადასცეს. 

"ირანის ხელისუფლება აპირებს რუსეთს დაჩქარებულად გადასცეს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი, მათ შორის დრონები, რომლებსაც შეიარაღების გადატანა შეუძლიათ",- განაცხადა ჯეიკ სალივანმა. 

ბაიდენის მრჩეველის თქმით, ამავდროულად ირანი ასევე აპირებს გაწვრთნას რუსი სამხედროები მისი წარმოების დრონების გამოყენებაში. მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რუსეთი შეიარაღების მარაგების კუთხით სერიოზულ პრობლემებს განიცდის. 

ჯეიკ სალივანის განცხადება წინ უძღვის პრეზიდენტ ბაიდენის პირველ ტურნეს ახლო აღმოსავლეთში - მიმდინარე კვირაში ამერიკელი პრეზიდენტი ჯერ ისრაელს, ხოლო მოგვიანებით საუდის არაბეთს ეწვევა. 

სავარაუდოა, რომ ნავთობის მოპოვებას და ისრაელ-საუდის არაბეთის ურთიერთობების ნორმალიზებასთან ერთად, ბაიდენის ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი თემა ირანის ექსპანსიური აქტივობებთან დაპირისპირება იქნება.

 

მსგავსი სიახლეები