აშშ-ის სენატი უკრაინის დაფინანსებაზე კომპრომისის მოსაძებნად შესვენებას გადადებს

აშშ-ის სენატმა გადადო შესვენების დაწყება, რათა კენჭი უყაროს უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტს. 

ამის შესახევ Reuters წერს.

სენატში დემოკრატებისა და რესპუბლიკელების წარმომადგენლებმა ხუთშაბათს მოლაპარაკებები განაგრძეს, რათა უკრაინისა და ისრაელისთვის დამატებითი დახმარების დამტკიცებასა და სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოების ზომების გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

"ჩვენ პროგრესს ვაღწევთ და თეთრი სახლი ჩართულია, რაც კარგია. ეს გამამხნევებელია," - განუცხადა ჟურნალისტებს სენატის ნომერ მეორე რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ ტუნმა.

თეთრი სახლის მოთხოვნა დამატებითი დაფინანსების შესახებ, ჯამურად დაახლოებით 61 მილიარდი დოლარის უკრაინის სამხედრო და მაკროფინანსური დახმარებისთვის გამოყოფას ითვალისწინებს.

ნებისმიერი შეთანხმება სენატში, რომელსაც დემოკრატები 51 ხმით აკონტროლებენ, ასევე უნდა დაამტკიცოს რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადმა წარმომადგენელთა პალატამ.

კონგრესის ქვედა პალატის კანონმდებლებმა ხუთშაბათს ვაშინგტონი დატოვეს და მათი შესვენება უკვე დაიწყო, რაც შეუძლებელს ხდის დახმარების შობამდე დამტკიცებას.

მსგავსი სიახლეები