აშშ-ის თავდაცვის დაზვერვა: პუტინი იძულებული იქნება უკრაინაში ომის მიზნები შეცვალოს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რუსი სამხედროების ბოლო წარუმატებლობის გამო, იძულებული იქნება შეცვალოს უკრაინაში ომის მიზნები. ეს მოსაზრება 16 სექტემბერს დაზვერვისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ კონფერენციაზე პენტაგონის დაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა სკოტ ბერიერმა გამოთქვა.

ბერიერის თქმით, დადგა დრო, როდესაც პუტინს მოუწევს გადახედოს რა არის მისი "ოპერაციის" მიზნები, რადგან ის "ვერ შეძლებს იმის გაკეთებას, რასაც თავიდან გეგმავდა".

აშშ-ს დაზვერვამ ჯერ არ იცის რა გადაწყვეტილებას მიიღებს პუტინი, მაგრამ "ეს დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი", - თქვა ბერიერმა.

ამავდროულად, CIA-ს დირექტორის მოადგილემ დევიდ კოენმა თქვა, რომ პუტინის "რისკისკენ მიდრეკილების" დაუფასებლობა არ შეიძლება. მისი თქმით, არ არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა გადაუხვია თავდაპირველ გეგმას უკრაინის კონტროლის შესახებ.

მსგავსი სიახლეები