აშშ-მ კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრეში გაცვალა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთის ფედერაციამ პატიმრების გაცვლაზე შეთანხმებას მიაღწიეს - მოსკოვში დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი, ბრიტნი გრაინერი, სახლში დაბრუნდება, სანაცვლოდ კი ამერიკული ციხიდან რუს იარაღით მოვაჭრეს, ვიკტორ ბუტს გაათავისუფლებენ.

CBS-ის ცნობით, გაცვლა თავად აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაამტკიცა.

ბრიტნი გრაინერი თებერვალში მოსკოვის აეროპორტში დააკავეს კანაბის ზეთის ფლობის გამო.

რაც შეეხება ვიკტორ ბუტს, ის წლების განმავლობაში აფრიკის, ახლო აღმოსავლეთისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში იარაღით ვაჭრობდა, სანამ 2008 წელს ბანგკოკში დააკავებდნენ.

2010 წელს ტაილანდმა მისი აშშ-ში ექსტრადირების ნებართვა გასცა, რის შემდეგაც 12 წელი სწორედ ამერიკულ ციხეში გაატარა.

ამერიკელებმა და რუსებმა პატიმრები აბუ-დაბის აეროპორტში გაცვალეს. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა დაწერა, ბრიტნი გრაინერი უკვე აშშ-ში მიფრინავს.

 

მსგავსი სიახლეები