აშშ-მა პოლონეთში ანტი-სარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პოლონეთში ახალი ანტი-სარაკეტო თავდაცვის ბაზა გახსნა, რომელიც მისი პირველი მუდმივმოქმედი სამხედრო ბაზაა ქვეყანაში.

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი აჩვენებს "მთელ მსოფლიოს ნათლად, რომ აქაურობა რუსეთის გავლენის სფერო აღარ არის".

ბაზის გახსნამდე კრემლმა განაცხადა, რომ "ევროპაში ამერიკული სამხედრო ინფრასტრუქტურის ჩვენი საზღვრებისკენ წინ წამოწევა რუსეთის სამხედრო გზით შეკავებად განიხილება".

ახალი ბაზა ნაწილია იმ დიდი ანტი-სარაკეტო ფარის, რომელმაც აშშ და ევროპა ბალისტიკური რაკეტების საფრთხისგან უნდა დაიცვას. ბაზის აშენების გეგმები 2000-იან წლებში, პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მმართველობის პერიოდში გაჩნდა და პრეზიდენტ ბარაკ ობამას დროს დამტკიცდა. მშენებლობა 2016 წელს დაიწყო.

აღნიშნული ანტი-სარაკეტო ბაზა, რუმინეთში განთავსებულ ანალოგიურ სისტემასთან ერთად, ნატოს "AEGIS-ის ანტი-ბალისტიკური თავდაცვის სისტემის" ნაწილს წარმოადგენს.

რუსეთის ფედერაცია, აღნიშნული სისტემის შესახებ, დიდი ხნის განმავლობაში გამოთქვამდა შეშფოთებას, მაგრამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსი არწმუნებდა, რომ სისტემა წმინდად თავდაცვითი სახისაა და მიმართულია ახლო აღმოსავლეთიდან წამოსული სარაკეტო საფრთხეების წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები