აშშ-მა შაბათს იემენელი ჰუსიტების პოზიციები დაბომბა
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ იემენელი ჰუსიტების წინააღმდეგ ახალი დარტყმების შესახებ განაცხადა.
ავიადარტყმები 10 თებერვალს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 16-17 საათზე განხორციელდა.
ცენტრალურმა სარდლობამ განაცხადა, რომ მან წარმატებული "თავდაცვითი დარტყმები" განახორციელა ორი საზღვაო დრონის და სამი მობილური საზენიტო სისტემის წინააღმდეგ ქალაქ ჰოდეიდას ჩრდილოეთით მდებარე რაიონში.
სარდლობამ განაცხადა, რომ ეს სამიზნეები უშუალო საფრთხეს უქმნიდნენ ამერიკულ სამხედრო და სავაჭრო გემებს რეგიონში.
"ეს ქმედებები დაიცავს ნავიგაციის თავისუფლებას და საერთაშორისო წყლებს უფრო უსაფრთხოს გახდის აშშ-ის ფლოტისა და სავაჭრო გადაზიდვებისთვის," - აღნიშნეს ამერიკის არმიაში.
შაბათს ცენტრალურმა სარდლობამ ასევე განაცხადა ჰუსიტების საზღვაო დრონების და რაკეტების განადგურების შესახებ.
თებერვლის დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა და ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების 30 სამიზნე დაბომბეს. ოპერაციის დაწყების მიზეზი ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების თავდასხმებია სავაჭრო გემებზე, რაც მსოფლიო ეკონომიკისთვის და გადაზიდვებისთვის მნიშვნელოვანი საფრთხეა.