აშშ ნატოს ქვეყნებისთვის 126 ახალ F-35-ს შეიძენს

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა Lockheed Martin Corporation-თან ახალი კონტრაქტი გააფორმა 126 ახალი F-35-ის გამანადგურებლის წარმოებაზე. კონტრაქტის ღირებულება თითქმის 7.8 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ პენტაგონმა 28 აპრილს განაცხადა.

2026 წლის აგვისტომდე ნატოს ქვეყნების ჯარებისთვის 81 F-35A მოდიფიკაციის თვითმფრინავი, 26 F-35B და 19 F-35C დამზადდება.

F-35A-ის განაწილება შემდეგნაირად მოხდება:

  • აშშ-ს საჰაერო ძალები - 43;
  • ფინეთი - 8;
  • იტალია - 7;
  • ნიდერლანდები და პოლონეთი - 6;
  • იაპონია და ბელგია - 4;
  • დანია - 3. 

15 F-35B აშშ-ის საზღვაო ქვეითებისთვის შეუკვეთეს, 7 - დიდი ბრიტანეთისთვის, 2-2 კი - იტალიისა და იაპონიისთვის.

13 F-35C-ს აშშ-ს არმია მიიღებს.

Bloomberg-ის ცნობით, პენტაგონსა და Lockheed Martin-ს შორის აპრილში გაფორმებული კონტრაქტი რიგით მე-17-ეა. 

მსგავსი სიახლეები