აშშ რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ ახალ სანქციებს განიხილავს - WSJ

აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის შესახებ ნათქვამია The Wall Street Journal-ის მასალაში, რომელიც 11 იანვარს გამოქვეყნდა.

კერძოდ, აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებს სურთ ნავთობპროდუქტების ფასის ორი ზღვარი დააწესონ. ერთი ფასი დაწესდება ძვირადღირებულ ნავთობპროდუქტებზე, მეორე - იაფზე. გამოცემის ცნობით, აშშ-ის ხაზინის წარმომადგენლები ევროპაში შეხვედრებს მართავენ და მომავალი სანქიცების დეტალებს განიხილავენ.

სანქციები 5 თებერვლიდან ამოქმედდება.

ისევე, როგორც რუსული ნავთობის ფასების შეზღუდვის შემთხვევაში, ნავთობპროდუქტებზე ახალი სანქციები გავრცელდება ევროკავშირის, G7-ის და ავსტრალიის კომპანიებზე, რომლებიც აფინანსებენ, აზღვევენ ან ტრანსპორტირებას უწევენ საზღვაო ტვირთებს რუსული პროდუქტებით.

5 თებერვლიდან შეზღუდვების შემოღების გეგმებზე Reuters-ს ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განუცხადა. გამოცემამ აღნიშნა, ახალი სანქციების მიზანი ნავთობის ექსპორტით რუსეთის შემოსავლის შემცირებაა.

5 დეკემბერს G7-ის ქვეყნების კოალიციამ და ევროკავშირმა უკვე შემოიღეს რუსეთის ფედერაციის ნედლი ნავთობის ფასის ზღვარი - ბარელზე 60 დოლარი. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს შეზღუდოს შემოსავალი, "რომელსაც რუსეთი უკრაინაში უკანონო ომის დასაფინანსებლად იღებს."

Bloomberg წერს, რომ გარდა ამისა, ევროკავშირი იანვრის შუა რიცხვებში აპირებს ნედლი ნავთობის ფასის ზღვრის გადახედვას. ზოგიერთ ქვეყანას სურს ზედა ზღვარი კიდევ 5%-ით შემცირდეს.

მსგავსი სიახლეები