აშშ რუსულ ალმასის მწარმოებელ და გემთმშენებელ კორპორაციებს ახალ სანქციებს უწესებს
7 აპრილს ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ სააგენტო ინფორმაციას Twitter-ზე ავრცელებს.
"დღეს ხაზინამ სანქციები დაუწესა რუსეთის მსხვილ სახელმწიფო კომპანიებს. ჩვენ ვაგრძელებთ კრემლისთვის წვდომის შეზღუდვას აქტივებზე, რესურსებსა და ეკონომიკის სექტორებზე, რომლებიც აუცილებელია პუტინის სისასტიკის დასაფინანსებლად", - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC) სიაში შეიყვანა АЛРОСА - მსოფლიოში უმსხვილესი ალმასის მომპოვებელი კომპანია, რომელიც რუსეთის ალმასის 90%-ზე მეტს მოიპოვებს.
შემაკავებელი ზომები შემოიღეს გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის მიმართ, რომელიც აშენებს ხომალდებს რუსეთის საზღვაო ძალებისთვის. სანქციების სიაში შედის კორპორაციის 28 შვილობილი კომპანია და სააქციო საზოგადოების დირექტორთა საბჭოს რვა წევრი.
სანქციები დაუწესდათ შემდეგ კომპანიებს: "Балтийский завод", "Средне-Невский судостроительный завод", "Алмаз" და ასე შემდეგ.
შეერთებულ შტატებში დაბლოკილია ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი, რომლის მიმართაც სანქციებია დაწესებული.