აშშ-ს დაზვერვა: პუტინს 9 მაისამდე "რამენაირი" გამარჯვება სჭირდება
რუსეთის პრეზიდენტი შეიარაღებული ძალებისგან 9 მაისამდე მნიშვნელოვან სამხედრო გამარჯვებას მოითხოვს, რათა ტრადიციული სამხედრო აღლუმი ჩაატაროს.
ინფორმაციას ამის შესახებ CNN თავის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ტელევიზიის წყაროს ინფორმაციით, აშშ-ის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც ამერიკული დაზვერვის ბოლო ცნობებს გაეცნენ, რუსეთმა უკრაინაში სტრატეგია შეცვალა და ამჯერად აღმოსავლეთ უკრაინაზეა კონცენტრირებული - რუსი ჯარისკაცები აქ მდებარე რეგიონების გაკონტროლებას ცდილობენ.
ამერიკული დაზვერვის ცნობით, პუტინს 9 მაისისთვის "რამენაირი" მნიშვნელოვანი გამარჯვების დემონსტრირება სჭირდება. ამავდროულად, ამერიკული და ევროპული დაზვერვის ცნობით სამხედრო აღლუმი მოსკოვში მაინც ჩატარდება, თუმცა მნიშვნელოვანია თუ რის გასაღებას შეეცდება ვლადიმირ პუტინი გამარჯვებად.
ამავდროულად ამერიკელი და ევროპელი ჩინოვნიკების აზრით, რუსეთის რიტორიკაში ცვლილების მიუხედავად საჭიროა, მის მოქმედებებს დავაკვირდეთ, რომლის მიხედვითაც ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი ხანგრძლივი დაპირისპირებისთვის ემზადება.