აშშ-ს კონგრესმა პრეზიდენტს ნატოდან ერთპიროვნულად გასვლა აუკრძალა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა აუკრძალა პრეზიდენტს ერთპიროვნულად გაიყვანოს ქვეყანა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსიდან. ამისთვის პრეზიდენტს სენატის ან კონგრესის თანხმობა დასჭირდება. 

ინფორმაციას ამის შესახებ The Hill ავრცელებს. 

კანონპროექტის ინიციატორები რესპუბლიკელი, მარკო რუბიო და დემოკრატი, ტიმ კეინი იყვნენ. ცვლილება კონგრესმა მომდევნო წლის სამხედრო ბიუჯეტის საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში მიიღო. სავარაუდოა, რომ პრეზიდენტი ბაიდენი კანონს ხელს მომდევნო დღეებში მოაწერს. 

"უკრაინაში ვლადიმირ პუტინის ომისა და მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ ნატო კვლავ ძლიერი რჩება",- განაცხადა ტიმ კეინმა. 

კეინის თქმით, მიღებული ცვლილება კიდევ ერთხელ ადასტურებს ამერიკის შეერთებული შტატების ერთგულებასა ნატოს მიმართ, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. 

კონტექსტი 

სავარუადოა, რომ ცვლილებების მიზანი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში რისკების დაზღვევაა. გასულ წლებში, ნატოს მიმართებით ტრამპი არაერთგვარონ პოზიციებს აფიქსირებდა, მისი კრიტიკოსები შიშობდნენ, რომ მეორე ვადით გაპრეზიდენტების შემთხვევაში ტრამპი ნატოდან ქვეყნის გაყვანას შეეცდებოდა. 

აშშ-ს 2024 წლის სამხედრო ბიუჯეტი მოცულობა რეკორდულია და 886 მილიარდ დოლარს შეადგენს, აქედან 300 მილიონი დოლარი უკრაინის დახმარებისთვის არის განკუთვნილი. 

 

 

მსგავსი სიახლეები