აშშ-ში ინფლაცია 7 %-ს გაუტოლდა

 

აშშ-ში სამომხმარებლო ფასების ინდექსი წლიურად 7 %-მდე გაიზარდა, რაც 1982 წლის შემდეგ ინფლაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

საბაზო ინფლაციამ - რომელიც სურსათსა და ენერგომატარებლებზე ფასების ცვლას არ ითვალისწინებს - 5.5 %-ს მიაღწია.

მიუხედავად ამისა, თვიური ინფლაციის მაჩვენებელი დეკემბერში 0.5 %-მდე შემცირდა - აღნიშნული ინდექსი ნოემბერში 0.8 %-ს უტოლდებოდა.

„სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფლაციის ზრდის ტემპი მცირდება...თუმცა [ინფლაციის შესაჩერებლად] კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

აშშ-ს ფედერალური რეზერვის მმართველთა საბჭოს წევრის, ლაელ ბრეინარდის განცხადებით, „ინფლაცია ძალიან მაღალ ნიშნულზეა“ და მისი შემცირება რეზერვის პრიორიტეტი იქნება.

ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელი ამჟამად აშშ-ში ორი პროცენტია.


აშშ-ში ბევრს დავობენ იმის შესახებ, გამოიწვევს თუ არა ბაიდენის მრავალტრილიონდოლარიანი ფისკალური პროექტები (როგორიცაა ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი) ეკონომიკის ‘გადახურებას’ და ინფლაციის უკონტროლო ზრდას.

მსგავსი სიახლეები