აშშ უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო დრონებს უგზავნის
პენტაგონი გეგმავს შეუკვეთოს და უკრაინას გაუგზავნოს 10 უახლესი მოდელის დრონი, რომლებიც შეიარაღებულია ტანკსაწინააღმდეგო ქობინებით. ინფორმაციას Bloomberg ორ სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი Switchblade-600-ები ამერიკის 300 მილიონიანი სამხედრო დახმარების ნაწილია, რომლის შესახებაც პენტაგონმა პარასკევს ღამით განაცხადა.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სამშაბათს დაადასტურა, რომ ტანკების გამანადგურებელი დრონები უკრაინაში გასაგზავნი შეიარაღების ნაწილია.
16 მარტს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ უკრაინა 800 მილიონ დოლარიანი სამხედრო დახმარების პაკეტის ფარგლებში 100 დრონს მიიღებდა.
უახლესი დრონი 39 კილომეტრის მანძილზე დაფრინავს და შეტევის დაწყებამდე ჰაერში გაჩერება 40 წუთის განმავლობაში შეუძლია.