ავსტრალია: ჩინეთი სამხედრო შესაძლებლობებს უპრეცედენტოდ ზრდის
ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი რიჩარდ მარლსი აცხადებს, რომ ჩინეთი „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო“ სამხედრო აღმშენებლობას ეწევა.
ვაშინგტონში სიტყვით გამოსვლისას მარლსმა აღნიშნა, რომ მზარდი ჩინური ექსპანსიის ფონზე ავსტრალია თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებას აპირებს.
მინისტრის განცხადებით, ახალი, ლეიბორისტული მთავრობა ჩინეთის მიმართ წინამორბედი კონსერვატორების კურსის შეცვლას არ აპირებს.
მარლსი აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან დადებულ AUKUS-ის პაქტს შეეხო, რომელიც „მთავარ პრიორიტეტად“ მოიხსენია.
გასული წლის სექტემბერში დადებული შეთანხმებით ავსტრალია ამერიკისგან ატომურ წყალქვეშა ნავებს შეიძენს.
პაქტი წყნარ და ინდოეთის ოკეანეში უსაფრთხოების კუთხით თანამშრომლობასაც ითვალისწინებს.
ბოლო თვეებში ჩინეთმა წყნარი ოკეანის აუზში დიპლომატიური წარმომადგენლობა გაააქტიურა.
აპრილში ჩინეთმა სოლომონის კუნძულების მთავრობასთან უსაფრთხოების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რასაც ავსტრალია და დასავლელ მოკავშირეები შეშფოთებით შეხვდნენ.