ავსტრალიის დაზვერვა: უკმაყოფილო ჩინელი მაღალჩინოსნები ცნობებს თავიანთი სურვილით გვაწვდიან
ავსტრალიის საგარეო დაზვერვის უფროსი პოლ საიმონი აცხადებს, რომ ჩინეთის კომუნისტური პარტიის კურსით უკმაყოფილო მაღალჩნოსნები სადაზვერვო ცნობებს საკუთარი სურვილით აწვდიან.
ჩინეთში ტოტალიტარული რეჟიმის კიდევ უფრო გამკაცრების ფონზე, რომლის სათავეშიც პრეზიდენტი სი ძინფინგი დგას, სულ უფრო მეტი საშუალო რგოლის მოხელეა უკმაყოფილო, განაცხადა საიმონმა.
„ზუსტად არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ უფრო და უფრო მეტ მაღალჩინოსანს და პირს ვხედავთ, ვინც ჩვენთან თანამშრომლობითაა დაინტერესებული.
[ჩვენგან] არავითარ იძულებას არ აქვს ადგილი, ისინი შეშფოთებულები არიან...იმ მიმართულებით, საითაც მათი ქვეყანა მიდის“, - თქვა ავსტრალიის დაზვერვის შეფმა.
საიმონის აზრით, ავტორიტარულ ქვეყნებში გაძლიერებული რეპრესიები მოსახლეობაში უკმაყოფილებას ზრდის.
„ეს, შპიონაჟის თვალსაზრისით... ჩვენი [დემოკრატიული ქვეყნების] უპირატესობაა“, - ამბობს საიმონი.