Axios: აშშ ვენესუელისთვის დაწესებული ეკონომიკურ სანქციებს შეამსუბუქებს

ბაიდენის ადმინისტრაცია ვენესუელისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქებას გეგმავს. ამგვარი თხოვნით თეთრ სახლს ხუან გუაიდომ მიმართა, რომელსაც აშშ ვენესუელელი ხალხის ლეგიტიმურ წარმომადგენლად აღიარებს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Axios ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს

წყაროს ინფორმაციით, აშშ-ს ხაზინამ გამოსცა ლიცენზია, რომელიც კერძო სანათვობო კომპანია Chevron-ს ვენესუელაში სამომავლო აქტივობის განხილვის საშუალებას აძლევს. ამავდროულად, კომპანიას კვლავ ეკრძალება რამენაირ გარიგებაში შესვლა ვენესუელის სახელმწიფო სანავთობო კომპანიასთან. 

წყაროს ინფორმაციით, ამგვარი გადაწყვეტილების მიზანია მოხდეს მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესის წახალისებაა, თან ისე, რომ რეჟიმს არ გაეზარდოს შემოსავალი. 

წყაროს ცნობით, სხვა ზომების შესახებ საჯაროდ გახდება ცნობილი. 

Asociated Press-ის ინფორმაციით, სანქციებს მოუხსნიან კარლოს ერიკ-მალპესა ფლორესს - ვენესუელის პირველი ლედის ძმისშვილს და ყოფილ ფინანსთა მინისტრს. 

"ჩვენი მიდგომის ჩარჩო არის ის, რომ ქმედით დიალოგზე ფოკუსირებით მივაღწიოთ კონკრეტულ და ამბიციურ შედეგს." - ამბობს ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენელი. 

აშშ-სა და ვენესუელის წარმომადგენლებს შორის კომუნიკაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გახშირდა - მარტში ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები კარაკასში ნიკოლას მადუროს შეხვდნენ. 

შეხვედრის მთავარი თემა ვენესუელაში დაკავებული ამერიკელების გათავისუფლება იყო. 

მსგავსი სიახლეები