აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე 7.5 კმ-ით შეიჭრა

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე 7.5 კილომეტრით შეიჭრა სასაზღვრო ქალაქ ჯერმუკისკენ. ამის შესახებ პარასკევს, 16 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ედვარდ ასრიანმა განაცხადა.

"13 სექტემბერს საომარი მოქმედებების დაწყებამდე მანძილი ქალაქ ჯერმუკიდან აზერბაიჯანის საზღვრამდე დაახლოებით 12 კმ იყო. ამჟამად, მტრის ძალები ქალაქ ჯერმუკიდან 4.5 კილომეტრის მანძილზე იმყოფება", - განაცხადა ასრიანმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ასევე ერთი-ორ კილომეტრის სიღრმეზე შეიჭრნენ სიუნიქის რაიონის დასახლება ნერკინის და გეღარქუნიკის რაიონის შორჟას მიმართულებით.

საერთო ჯამში, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები სომხეთის ტერიტორიაზე ექვსი მიმართულებით შეიჭრა, იტყობინება გენერალური შტაბი.

"ზოგიერთ რაიონში ჩვენ დავკარგეთ საბრძოლო პოზიციები და მტერმა შეძლო ღრმად შეჭრა ჩვენს თავდაცვაში. ზოგიერთ რაიონში ჩვენ მოვახერხეთ მტრის თავდაპირველ პოზიციებზე დაბრუნება", - თქვა ასრიანმა.

გარდა ამისა, ერევანი იტყობინება, რომ აზერბაიჯანი ერევანიდან აღმოსავლეთით 125 კმ-ში მდებარე ქალაქ მარტუნს ბომბავდა.

მსგავსი სიახლეები