"აზოვი": 30 მარტს მარიუპოლში სამი რუსული ტანკი და 60-ზე მეტი ქვეითი გავანადგურეთ
მარიუპოლში აზოვის პოლკის ჯარისკაცებმა 30 მარტს მტრის სამი ტანკი გაანადგურეს. ამის შესახებ ინფორმაციას აზოვი Telegram-ზე ავრცელებს.
"ბრძოლა უკრაინული მარიუპოლისთვის გრძელდება. აზოვის პოლკის ჯარისკაცებმა დღეს სამი ტანკი და მინიმუმ 64 მტრის ქვეითი ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის ГРУ-ს სპეცრაზმი", - ნათქვამია განცხადებაში.