"აზოვი": დარია დუგინას მკვლელობა აზოველების "ტრიბუნალისთვის" მზადებაა
მოსკოვის რეგიონში რუსი პროპაგანდისტისა და "რუსული სამყაროს" იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ქალიშვილის, დარია დუგინის მკვლელობა, რუსეთი შეიძლება უკრაინის ეროვნული გვარდიის "აზოვის" პოლკის მებრძოლების ე.წ. "ტრიბუნალისთვის" გამოიყენოს. ამის შესახებ "აზოვმა" 22 აგვისტოს Telegram-ზე განაცხადა.
"ქალს, რომლის სახელი და სამხედრო მოწმობაც ФСБ-მ გამოაქვეყნა რუსი პროპაგანდისტის, დუგინის ქალიშვილის წინააღმდეგ ტერაქტის გამოძიების შესახებ, არანაირი კავშირი არ აქვს აზოვის პოლკთან და არასოდეს ყოფილა ჩვენ ქვედანაყოფში. ეგრეთ წოდებული დოკუმენტი, რომლითაც რუსული სპეცსამსახურები ცდილობენ დაამტკიცონ "აზოვის" მონაწილეობა დარია დუგინას მანქანის აფეთქებაში, სინამდვილეში სხვა არაფერია თუ არა "იაროშის" კიდევ ერთი სავიზიტო ბარათი. თავად ტერორისტული აქტი კი არის აზოველების "ტრიბუნალისთვის" მზადება", - ნათქვამია განცხადებაში.
"აზოვის" პოლკში მიაჩნიათ, რომ "რუსეთი თავის მოქალაქეებში ქმნის საზოგადოებრივ აზრს ასეთი სასამართლო პროცესის აუცილებლობის შესახებ".
"ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ უკრაინელი სამხედროების ამ უკანონო სასამართლო პროცესს და მოვუწოდებთ ყველას, ვისი პასუხისმგებლობაც არის ეს, რომ ყველაფერი გააკეთოს ე.წ. ტრიბუნალის შესაჩერებლად". - აცხადებენ პოლკში.
20 აგვისტოს მოსკოვის რაიონში ააფეთქეს ავტომობილი, რომელშიც რუსი ფილოსოფოსისა და პოლიტოლოგის ალექსანდრ დუგინის ქალიშვილი, 29 წლის დარია დუგინა იმყოფებოდა.
რუსეთის ФСБ-მ შემთხვევას უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ჩადენილი მკვლელობა უწოდა. დუგინი აფეთქების ადგილზე იმყოფებოდა და გავრცელებული ინფორმაციით, მისი ქალიშვილის გარდაცვალების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს.