"აზოვი": მტერი მარიუპოლში დაკავებული უბნების სურათებს გვიჩვენებს, ჩვენ მათ ვხოცავთ

აზოვის პოლკის სამხედროები მარიუპოლს მათზე 10-ჯერ მეტი მტრისგან იცავენ. ამის შესახებ 29 მარტს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა (კალინა) Telegram-ში განაცხადა.

"ჩვენ გვესმის, რომ წარუმატებელია 10-ჯერ მრავალრიცხოვან მტერთან ბრძოლა ავიაციის და სხვა შეიარაღების გარეშე. ჰკითხეთ ქალაქის დამცველებს, 33 დღის განმავლობაში სრულ ალყაში როგორ ეწინააღმდეგებიან მუდმივ საჰაერო დაბომბვას, ათეულობით ბალისტიკურ რაკეტას, გემებიდან და სახმელეთო არტილერიის დაბომბვას, ჩვენზე ათჯერ აღმატებულ ძალებს", - თქვა პოლკის მეთაურის მოადგილემ. 

მან ყველას მოუწოდა, რომ არ დაიჯერონ ცრუ ცნობები უკრაინის არმიის მიერ მარიუპოლის ჩაბარების შესახებ.

"მტერი გვაჩვენებს მარიუპოლში დაკავებული უბნების სურათებს. ამავდროულად, ჩვენი დამცველები აგრძელებენ დამპყრობლის მოკვლას და მისი ტექნიკის განადგურებას. ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ ქალაქის, ყველა სახლის, ყველა ქუჩის დაცვას. ყველაფერი გავაკეთებთ ჩვენი დაჭრილების გადასარჩენად და ჩვენი დაღუპული მეომრების დასამარხად", - განაცხადა მან. 

აზოვის მებრძოლმა საერთაშორისო საზოგადოებას მიმართა, შეაჩერონ ჰუმანიტარული კატასტროფა მარიუპოლში.

მსგავსი სიახლეები