აზოვი: რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა მარიუპოლი დაბომბა

"აზოვის" პოლკი Telegram-ზე იტყობინება, რომ დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლს რუსეთის საზღვაო ძალების ოთხმა გემმა ესროლა.

"მტერი აგრძელებს უკრაინის ქალაქის ცინიკურად განადგურებას, იყენებს მის ხელთ არსებულ მთელ არსენალს. ავიაციის, არტილერიის, სხვადასხვა სისტემებისა და ტანკების შემდეგ, რუსი დამპყრობლები ანადგურებენ ქალაქს სამხედრო გემებიდან მძიმე შეიარაღებით", - ნათქვამია განცხადებაში.

გუშინ "აზოვის" მეთაურის მოადგილემ სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა ადგილობრივ მოსახლეობას თეთრი სამკლაურები დაურიგეს, რათა უკრაინელ სამხედროებს ისინი რუს სამხედროებში აერიოთ და ცეცხლი გაუხსნან.

მსგავსი სიახლეები