ბაიდენი: 30-ზე მეტმა ქვეყანამ გადაწყვიტა ნავთობის ფასების შესამცირებლად რეზერვების გახსნა
მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყანა დათანხმდა ათობით მილიონი ბარელი ნავთობის ბაზარზე გაშვებას, რათა შეამციროს ფასი ამ ენერგორესურსზე. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1 აპრილს განაცხადა.
ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა სახელმწიფოები მოქმედებენ როგორც ერთიანი ფრონტი, რათა თავიდან აიცილონ რუსეთის მიერ ენერგეტიკული რესურსების იარაღად გადაქცევა, რომელიც მიმართულია შეერთებული შტატების, ევროპის სახელმწიფოებისა და სხვა ქვეყნების წინააღმდეგ.
ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც ბაიდენმა მიიღო გადაწყვეტილება მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში აშშ-ის სტრატეგიული რეზერვიდან ბაზარზე დღეში საშუალოდ 1 მილიონი ბარელი ნავთობის გაშვების შესახებ.