ბაიდენი: ამერიკაში არ არის ადგილი ძალადობისთვის, ვლოცულობ ტრამპისთვის
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპზე მომხდარ თავდასხმას პირველად გამოეხმაურა.
"მე გამაცნეს ბოლო ინფორმაცია. დონალდ ტრამპის მხარდამჭერების მიტინგზე მომხდარი სროლის შესახებ.
ბედნიერი ვარ, რომ დონალდ ტრამპის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და თავს კარგად გრძნობს. ვლოცულობ მისთვის (რედ. დონალდ ტრამპისთვის) მისი ოჯახისთვის და ყველასთვის, ვინც მიტინგზე იმყოფებოდა.
მე და პირველი ლედი მადლიერები ვართ საიდუმლო სამსახურის, რომლებმაც უზრუნველყვეს დონალდ ტრამპის უსაფრთხოება. ამერიკაში არ არის ადგილი ძალადობისთვის, მთელი ერი უნდა გაერთიანდეს და დაგმოს მომხდარი."
კონტექსტი
პენსილვანიაში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს დონალდ ტრამპს სავარაუდოდ ესროლეს, დაცვის თანამშრომლებმა პოლიტიკოსი სწრაფად გაიყვანეს სცენიდან.
ტრანსლაციის კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპი ხელს ყურთან იკიდებს. კადრებში ჩანს, რომ დონალდ ტრამპს სისხლი მოდის სახის არეში, თუმცა პოლიტიკოსი დამოუკიდებლად გადაადგილდება.
მალევე გავრცელდა პოლიტიკოსის წინასაარჩევნო შტაბის განცხადება, რომლის მიხედვითავ პოლიტიკოსის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
"პრეზიდენტი ტრამპი მადლობას უხდიეს სამართალდამცველებს და სხვა პირებს, რომლებიც პირველები იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ამ შემზარავი აქტის დროს. დონალდ ტრამპი თავს კარგად გრძნობს, ის ადგილობრივ საავადმყოფოში გადის შემოწმებას" - ნათქვამია განცხადებაში.
ABC News-ის ცნობით, ტრამპზე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია, ასევე მოკლულია როგორც მინიმუმ ერთი თვითმხილველი, ვრცელდება ცნობები კიდევ ერთი დაჭრილის შესახებ.