ბაიდენი: ჰამასის ლიდერის მკვლელობა, მოლაპარაკებებს ხელს არ შეუწყობს
ამერიკის პრეზიდენტის განცხადებით, ისმაილ ჰანიეს, ჰამასისი პოლიტიკური ლიდერის მკვლელობა, ღაზის სექტორის შესახებ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარკებებს შეაფერხებს.
ისმაილ ჰანიე, თეირანში ვიზიტის დროს მოკლეს. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელს ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია, ირანი და მისი მოკავშირეები დარწმუნებულები არიან, რომ თავდასხმის უკან ისრაელის სპეცსამსახურები დგას.
"ჩვენ გვაქვს საფუძველი ცეცხლის შეწყვეტისთვის, რომლის საფუძველზეც ორივე მხარემ უნდა იმოქმედოს"- განაცხადა ბაიდენმა, რომლის თქმითაც, ახლო აღოსავლეთში მიმდინარე მოვლენები მას ძალიან აწუხებს.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ამ საკითხზე, მერილენდის სამხედრო ბაზაზე ისაუბრა, სადაც გაცვლის შედეგად, რუსეთიდან გათავისუფლებულ პატიმრებს ელოდებოდა. ეს იყო მისი პირველი კომენტარი, ჰანიეს მკვლელობის შემდეგ.
ყატარში მცხოვრები ისმაილ ჰანიე, აქტიურად იყო ჩართული, როგორც სამშვიდობო მოლაპარკებებში, ასევე მძევალთა გათავისუფლების პროცესში. მის მკვლელობას, წინ უძღვოდა ისრაელსა და ჰამასს შორის გამართული მოლაპარკებების კიდევ ერთი რაუნდი, რომელიც, საბოლოოდ, წარუმატებლად დასრულდა.
ჰამასისი წევრები, წარუმატებლობაში ისრაელს ადანაშაულებენ, ხოლო პრემიერი ნეთანიაჰუ, სანაცვლოდ ამბობს, რომ შემოთავაზებულ პირობებში, ჰამასმა 29 ახალი ცვლილების განხორციელება მოითხოვა, რაც შეთანხმების მიღწევას შეუძლებელს ხდის.
მოლაპარკაბების დასრულებასა და ისმაილ ჰანიეს მკვლელობას შორის, ვითარება ჰეზბოლას მიერ განხორცილებულმა თავდასხმამ დაძაბა, რასაც ისრაელის მიერ ოკუპირებულ გოლანის მაღლობებზე მცხოვრები 12 არასრუწლოვანი ემსხვერპლა.
თავდასხმის საპასუხოდ, ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ჰეზბოლას ერთ-ერთი მეთაური, ფუად შუკრი, ბეირუთში განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად მოკლა.
გარდა ამისმა, ცაჰალმა ასევე დაადასტურა მოჰამედ დეიფის, ჰამასის სამხედრო ფრთის ერთ-ერთი ლიდერის მკვლელობაც, რომელიც 13 ივლისს განხორციელებულ შეტევას ემსხვერპლა.