ბაიდენი: მზად ვართ ლაპარაკისთვის, მაგრამ არ ვუღალატებთ მთავარ პრინციპებს

 

აშშ-ის პრეზიდენტმა ამერიკელ ხალხს მიმართა. მიმართვის მთავარი თემა უკრაინის ირგვლივ შექმნილი კრიზისული ვითარება და რუსეთის შესაძლო თავდასხმა იყო. 

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ მზადაა რუსეთთან დიპლომატიური მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. მან რუსეთს მოუწოდა აირჩიონ არა ომის, არამედ დიპლომატიის გზა. 

ბაიდენის თქმით, აშშ მზად არის რუსეთს ესაუბროს სხვადასხვა საკითხებზე, მათ შორის სხვადასხვა ტიპის შეიარაღების კონტროლზე და უფრო მეტ გამჭვირვალობაზე ევროპაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით. მეტიც, ბაიდენის განმარტებით, ამ საკითხებზე თანხმობის მიღწევის შემთხვევაში აშშ მზად არის, ეს სამართლებრივ დონეზეც დააფიქსიროს. 

ამის მიუხედავად, უცვლელი რჩება ნატოსა და აშშ-ის თავდაპირველი პოზიციები რუსეთის მთავარ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომელიც ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების შეჩერებას და ნატოსა და საქართველოს არგაწევრიანების გარანტიებს ეხებოდა. 

ბაიდენის თქმით, აშშ არც ამჟამად აპირებს პოზიციის შეცვლას:

"ქვეყნებს აქვთ ფუნდამენტური უფლება თავისუფლად განსაზღვრონ თავიანთი მიმართულება - ჩვენ არ ვიტყვით უარს ამ მთავარ პრინციპზე!"

მსგავსი სიახლეები