ბაიდენი: უკრაინაში ამერიკელი სამხედროების გაგზავნა არასდროს განიხილებოდა
"ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავდა, მაგრამ უკრაინის შეიარაღებული ძალების დახმარებას გავაგრძელებთ", - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.
ბაიდენს ჟურნალისტმა ჰკითხა: "რამ გაიძულათ უარი გეთქვათ უკრაინაში სახმელეთო ჯარების გაგზავნაზე?"
"ეს არასდროს განიხილებოდა. მე აბსოლუტურად ნათლად ვუთხარი პრეზიდენტ პუტინს, რომ ეს არის ბოლო ნაბიჯი რასაც გადავდგამთ. თუკი ის უკრაინაში შეიჭრება, ეს რუსეთის ეკონომიკისთვის დამღუპველი იქნება." - თქვა ამერიკის პრეზიდენტმა.
თუმცა, ბაიდენმა აღნიშნა ისიც, რომ ინტერვენციის შემთხვევაში, ამერიკის შეერთებული შტატების და ნატოს ქვეყნების სამხედროებს აღმოსავლეთ ევროპის ნატოს წევრ ქვეყნებში გაგზავნიან.
ამერიკის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში რუსეთი "საშინელ ფასს გადაიხდის".
მან ასევე თქვა, რომ ამერიკა გააგრძელებს უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას.