ვადის ამოწურვამდე ბაიდენი სანქციებს დაუწესებს რუსეთის ჩრდილოვან ფლოტს - Reuters:
საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ჯო ბაიდენი გეგმავს სანქციების დაწესებას რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი სანავთობო ფლოტის იმ გემებისთვის, რომლებიც ნავთობს დასავლეთის მიერ დადგენილი საფასო ჭერზე მაღალ ფასში ყიდიან.
ინფორმაციას ამის შესახებ ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით საინფორმაციო სააგენტო Reuters ავრცელებს.
წყაროს ცნობით, შესაძლოა სანქციები ჯამურად ასეულობით ტანკერს შეეხოს, მათ შორის მესამე ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებსაც. ასევე განიხილება სანქციების დაწესება იმ ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც პროცესში მონაწილეობენ.
კონტექსტი
რუსეთის ნავთობის გაყიდვის ზედა საფასო ჭერი აშშ-მა და ევროკავშირმა 2022 წლის დეკემბერში რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მორიგი პაკეტის ფარგლებში დაადგინა.
საფასო ჭერი რუსული წარმოების ნავთობზე 60 დოლარს, ხოლო ნავთობპროდუქტებზე 100 დოლარს შეადგენს.
გასულ დეკემბერში რუსეთის ევროკავშირმა სანქციები დაუწესა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 50 ტანკერს, ხოლო ბრიტანეთმა სანქცირებულთა სიაში დამატებით 20 გემი შეიყვანა.