ბაიდენი: უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში არავითარი Nord Stream 2 არ იქნება

 

გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცთან გამართული შეხვედრის შემდეგ, ჯო ბაიდენმა კიდევ ერთხელ ისაუბრა გერმანიაში მიმავალი რუსული გაზსადენის, Nord Stream 2-ის შესახებ.

"თუ რუსული ტანკები და ჯარისკაცები კიდევ ერთხელ გადაკვეთენ უკრაინის საზღვარზე, გაზსადენს ბოლო მოეღება. გპირდებით ჩვენ ამას შევძლებთ",- თქვა პუტინმა. 

ამასთანავე ბაიდენს არ დაუკონკრეტებია თუ კონკრეტულად რა მექანიზმებით შეაჩერებს Nord Stream-ს. გაზსადენის შესახებ დასმულ კითხვაზე პირდაპირ პასუხს თავი ააარიდა გერმანიის კანცლერმა. 

ოლაფ შოლცის თქმით, დასავლეთი მკაცრად და სწრაფად იმოქმედებს და რუსეთს დიდი ფასი გადახდა მოუწევს აგრესიის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ შოლცს კონკრეტულად Nord Stream 2 არ უხსენებია, კანცლერმა განაცხადა, რომ ყველა ვარიანტი განიხილება და წინსწრებით ამაზე არ ისაუბრებენ. 

მსგავსი სიახლეები