ბაიდენმა ჩინეთს "ნელი მოქმედების ბომბი" უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 10 აგვისტოს, ეკონომიკური პრობლემების გამო, ჩინეთს "ნელი მოქმედების ბომბი" უწოდა. ამის შესახებ მან იუტაში, დონორებთან შეხვედრააზე განაცხადა.
ჩინეთზე საუბრისას ბაიდენმა აღნიშნა, რომ "მათ გარკვეული პრობლემები აქვთ." მისი აზრით, "არ არის კარგი, რადგან როცა ცუდ ადამიანებს პრობლემები აქვთ, ისინი ცუდ საქმეებს აკეთებენ."
მან აღნიშნა, რომ "ჩინეთს უჭირს" და არ სურს ამ ქვეყნის დაზიანება, ამიტომ ჩინეთთან რაციონალურ ურთიერთობას ეძებს.
ივნისში ბაიდენმა ჩინეთის ლიდერ სი ძინფინგს "დიქტატორი" უწოდა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაიდენის სიტყვები "პირდაპირ პოლიტიკურ პროვოკაციად" შეაფასა.
აგვისტოში, 2021 წლის შემდეგ პირველად, ჩინეთში დეფლაცია დაფიქსირდა და გასული თვის განმავლობაში ჩინეთის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლები მკვეთრად გაუარესდა.
Reuters აღნიშნავს, რომ ჩინეთი შეიძლება ბევრად უფრო ნელი ეკონომიკური ზრდის ეპოქაში შევიდეს, სადაც სამომხმარებლო ფასები და ხელფასები სტაგნაციას განიცდის, განსხვავებით მსოფლიოს სხვა ქვეყნებისა.