ბაიდენმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროკოლს ხელი მოაწერა
აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ფინეთისა და შვედეთის ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების შესახებ მიღებულ რეზოლუციას. მანამდე დოკუმენტის რატიფიკაცია წარმომადგენელთა ორივე პალატამ მოახდინა.
ჩრდილოეთ ევროპული სახელმწიფოების ნატოში გაწევრიანების შესახებ გადაწყვეტილება ალიანსმა ივნისის ბოლოს, მადრიდში გამართულ სამიტზე მიიღო.
პროცედურის დასრულებისთვის აუცილებელია ალიანსის წევრმა 30-ივე სახელმწიფოს პარლამენტებმა შესაბამისი გადაწყვეტილების რატიფიცირება მოახდინონ.
ფინეთმა და შვედეთმა საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკის სტრატეგიული გადაწყობის გადაწყვეტილება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღეს. თავდაპირველად ამ სახელმწიფოების ალიანსში მიღების წინააღმდეგ გამოდიოდა თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიპ ერდოღანი.
ერდოღანმა პოზიცია სწორედ მადრიდის სამიტზე შეიცვალა, რის შემდეგაც ალიანსში ჩრდილო ევროპული სახელმწიფოების მიღებას დასთანხმდა. მადრიდის სამიტის შემდეგ ერდოღანის რიტორიკა შერბილებულია, თუმცა ის კვლავ ხაზს უსვამს, რომ თურქეთის ლეგიტიმური ინტერესების უგულებელყოფის შემთხვევაში მას კვლავ შეუძლია შეაჩეროს პროცესი.
თურქეთი ნატოს იმ მიცრე წევრებს შორისაა, რომელთა პარლამენტსაც გადაწყვეტილების რატიფიცირება ჯერ არ მოუხდენია.
რეზოლუციის ერთადერთი მოწინააღმდეგე რესპუბლიკელი ჯოშ ჰოლი იყო.