ბატალიონი ვასტოკი: მოვიგერიეთ 2 შეტევა, ლიკვიდირებულია 36 ოკუპანტი

ოპერატიულ-ტაქტიკური დაჯგუფება "ვასტოკი" გასული დღე-ღამის განმავლობაში მათი პასუხისმგებლობის ზონაში განვითარებულ საომარ მოქმედებებზე ყოველდღიურ კრებსს ავრცელებს.

ბატალიონის ცნობით, 4 მაისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 2 შეტევის განხორციელება სცადეს, თუმცა ორივე მათგანისგან დაჯგუფებამ თავი წარმატებით დაიცვა. 

ეფექტური მოქმედებების შედეგად განადგურებულია: 36 ოკუპანტი, 5 ტანკი, 7 ერთეული ჯავშანტექნიკა, 1 საარტილერიო დანადგარი.

2 მაისს გავრცელდა პენტაგონის კიდევ ერთი შეფასება აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ საომარ მდგომარეობაზე, რომლის მიხედვითაც რუსეთის პროგრესი დონბასში საუკეთესო შემთხვევაში მინიმალურია.

ომის შესწავლის ინსტიტუტის [ISW] 30 აპრილის მიმოხილვაში ნათქვამია, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე რუსეთის წარმატებული გარღვევის შანსი ყოველდღიუად მცირდება.

29 აპრილს გავრცელდა პენტაგონის შეფასება, რომლის მიხედვითაც რუსეთის საოკუპაციო ძალები თავდაპირველ გრაფიკს როგორც მინიმუმ რამდენიმე დღით ჩამორჩებიან. 

იმავე პენტაგონში 27 აპრილს გამართულ ბრიფინგზე იტყობინებოდნენ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების წინსვლა დონბასში იყო ნელი და არამდგრადი. 

მსგავსი სიახლეები