Baza: ფაშინიანმა კრემლს აქციების წინააღმდეგ ОДКБ-ს ჯარების სომხეთში გაგზავნა სთხოვა
ნიკოლ ფაშინიანმა კრემლს ყაზახეთის მაგალითზე ОДКБ-ს ჯარების სომხეთში გაგზავნა სთხოვა. ინფორმაციას ამის შესახებ "Baza" რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ფაშინიანის თხოვნის მიზეზი ერევანსა და სხვა ქალაქებში ყოველდღიური მასობრივი საპროტესტო აქციებია, რამაც ქვეყნის მეთაური შეაშინა.
წყაროს ცნობით, მოსკოვში ОДКБ-ს სამიტის წინა დღეს (კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას ამჟამად სომხეთი თავმჯდომარეობს) ფაშინიანმა ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნა ОДКБ-ს.
"მოსკოვში ის ორგანიზაციის წევრებისგან გარანტიების მისაღებად ჩავიდა: თუ ერევანში სიტუაცია ყაზახური სცენარით განვითარდება, მაშინ რუსეთი და ОДКБ-ს სხვა წევრები შემოიყვანენ ჯარებს, ჩაახშობენ მასობრივ დემონსტრაციებს და დაეხმარებიან პაშინიანს ხელისუფლებაში დარჩენაში. სავარაუდოდ, ქვეყანაში ახლა ნაციონალისტური მოძრაობა იძენს იმპულსს, რაც საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს და ამიტომ საჭიროა ორგანიზაციის გადაწყვეტილება სომხეთში სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის შესახებ," - განუცხადა Baza-ს წყარომ.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ფაშინიანის მოთხოვნა არ მიიღეს და მას თავად სთხოვეს თხოვნის უკან წაღება, წინააღმდეგ შემთხვევაში სომხურ მხარეს დაჰპირდნენ, რომ ამას "ოფიციალურად ამოიღებდნენ დღის წესრიგიდან".
სხვა წყაროს ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პასუხის შემდეგ, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობდა პირდაპირ ვლადიმირ პუტინისგან მიეღო მხარდაჭერა: "მაგრამ მას აქაც უარი უთხრეს. ფაშინიანთან ორმხრივმა შეხვედრამ ღონისძიების ბოლომდე გადაიწია და სომხეთის პრეზიდენტი პუტინთან შეხვედრას 5 საათი ელოდა, მაგრამ საბოლოოდ მან ვერ მიიღო თანხმობა რუსი სამხედროების დახმარებით პრობლემის გადაჭრაზე." - განაცხადა წყარომ.