BAZA: მიხალკოვი ჰოსპიტალიზებულია, მისი მდგომარეობა მძიმეა

რუსი რეჟისორი და პროპაგანდისტი, ნიკიტა მიხალკოვი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტო BAZA ავრცელებს. 

მიხალკოვის ცოლის ცნობით თავდაპირველად ის რაიონულ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომაროების გართულების ფონზე მიხალკოვი მოსკოვში გადაჰყავთ.  წყაროს ცნობით, საუბარია კორონავირუსით გამოწვეულ პნევმონიაზე. 

კონტექსტი

მიხალკოვი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული რუსი რეჟისორი და გამორჩეული პროპაგანდისტია. კორონავირუსის პანდემიის დაწყების შემდეგ მიხალკოვი აქტიურად ეწეოდა ანტი-ვაქსერულ აგიტაციას. 

თავის გადაცემებში, მიხალკოვი ავითარებს სხვადასხვა კონსპირაციულ თეორიებს როგორც ვაქცინების, ასევე, გლობალური შეთქმულების შესახებ. 

 

მსგავსი სიახლეები