BBC: მოსკოვში ФСБ-სა და სხვა ძალოვან უწყებებში განგაში გამოცხადდა
მოსკოვში რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურსა (ФСБ) და სხვა ძალოვან უწყებებში განგაში გამოცხადდა.
ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ის რუსული სამსახური საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროების ცნობით, განგაში გამოცხადდა მოსკოვის სამხედრო გარნიზონებშიც.
გამოცემის წყაროების ცნობით, მოსკოვი-როსტოვის დამაკავშირებელ მაგისტრალზე უკვე იმართება ბლოგ-პოსტები, რომელსაც სწრაფი რეაგირების სპეციალური დანაყოფები (CОБР) ამაგრებს.
"მათ ვინც ბლოგ-პოსტზე განთავსდება ეძლევა ბრძანება გახსნან ცეცხლი საფრთხის შემთხვევაში",- ამბობს წყარო გამოცემასთან საუბარში. ამასთანავე, წყაროს თქმით, მზადყოფნაშია სამხედრო ტექნიკაც, თუმცა მათი დაძვრის შესახებ ბრძანება სამხედრო ნაწილს ჯერ არ მიუღია.
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით სპეციალური გეგმა Крепост როსტოვის გარდა გამოცხადდა მოსკოვშიც - აღნიშნული გეგმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ობიექტების გაძლიერებულ დაცვას გულისხმობს.