ბელარუსი ოპოზიციონერი ვიტოლდ აშუროკი ციხეში დაიღუპა
ბელარუსის ციხეში გარდაიცვალა პოლიტპატიმარი ვიტოლდ აშუროკი, რომელსაც 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ნათესავებს აცნობეს, რომ მისი გარდაცვალების მიზეზი გულის გაჩერებაა.
ბელარუსული უფლებადამცველი ცენტრის "Весна-ს" ცნობით, 50 წლის აქტივისტი “ბელარუსის სახალხო ფრონტის” წევრი და მოძრაობა “თავისუფლებისთვის” კოორდინატორი იყო.
აქტივისტი 342-ე მუხლით დააპატიმრეს, რაც გულისხმობს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ორგანიზებას და მომზადებას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში აშუროკს არ ჰქონდა ოჯახის წევრებისთვის წერილის გაგზავნის შესაძლებლობა.