ბელგიამ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირება მოახდინა
ბელგიამ დაასრულა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიცირების პროცესი. ამის შესახებ ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჯა ლაბიბმა Twitter-ზე განაცხადა.
"ბელგიამ დაასრულა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების რატიფიკაციის პროცედურა. ჩვენი ქვეყანა პატივს სცემს თავის საერთაშორისო ვალდებულებებს ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ჩვენი თავისუფლებისა და დემოკრატიის დაცვის მიზნით", - თქვა მან.
15 ივლისს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ალიანსის 30 წევრიდან 15-ის მიერ უკვე რატიფიცირებულია.
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ელის, რომ ნატოს წევრი 30 ქვეყნის პარლამენტი უახლოეს რამდენიმე თვეში მოახდენს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროტოკოლების რატიფიცირებას.