ბელგიამ რუანდას კოლონიური ერის სიმღერების არქივი გადასცა

 

ბელგიაში რუანდის ელჩმა ადგილობრივ ხელისუფლებას კოლონიური პერიოდის ტრადიციული სიმღერების, მუსიკებისა და აუდიო-ისტორიების არქივი გადასცა.

არქივი 4000 ჩანაწერს მოიცავს, რომლებიც 1954 წელს ბელგიის კოლონიური მთავრობის წარმომადგენლებმა ჩაიწერეს.

"ეს არის პირველი ნაბიჯი, ჩვენ უფრო მეტ მასალებს ველით ბელგიიდან," - თქვა რუანდის კულტურული მემკვიდრეობის აკადემიის წარმომადგენელმა.

ბელგიამ რუანდა პირველი მსოფლიო ომისას დაიპყრო.

 

მსგავსი სიახლეები