ბელგიაში 13 ისლამისტი დააკავეს
ბელგიის პოლიციამ ანტვერპენში 13 ისლამისტი დააკავა. ეჭვმიტანილები სოციალურ მედიაში ჯიჰადისტურ პროპაგანდას ეწეოდნენ.
უცნობია გეგმავდნენ თუ არა ისინი ტერორისტულ აქტებს.
13 სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარებულ სპეცოპერაციაში 100-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული.
"ეჭვმიტანილები სალაფისტური მოძრაობის წევრები არიან." - თქვა ბელგიის ფედერალურმა პროკურორმა.
საქმეზე გამოძიება შვიდი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.