ბელგიაში პოლიცელებმა აქცია გამართეს და ხელისუფლებისგან მეტი მხარდაჭერა მოითხოვეს
ორშაბათს ბრიუსელის ქუჩებში პოლიციელები საპროტესტო აქციაზე გავიდნენ. ისინი ხელისუფლებისგან მეტ მხარდაჭერას ითხოვენ პოლიციელების მიმართ ძალადობასთან დასაპირისპირებლად.
საპროტესტო აქცია პოლიციის ოთხმა პროფკავშირმა თვის დასაწყისში მას შემდეგ დააორგანიზა, რაც ბრიუსელში პოლიციის ოფიცერი დანით მოკლეს. ამან სამართალდამცავი უწყების თანამშრომლების შეშფოთება გამოიწვია.
ვენსან ჰუსინმა, პოლიციის პროფკავშირის, VSOA-ს ვიცე-პრეზიდენტმა თქვა, რომ პოლიტიკოსები ამ საკითხს დიდი ხნის განმავლობაში უგულებელყოფდნენ.
"20 წელზე მეტია, რაც პოლიციაზე ძალადობაზე ვსაუბრობთ, 10 წელზე მეტია ვმუშაობთ სამოქმედო გეგმაზე. დადგა დრო, რომ მთავრობამ საბოლოოდ ეფექტურად დაიწყოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის გატარება", - განაცხადა მან.
პროფკავშირის წარმომადგენლის თქმით, დემონსტრაცია ორშაბათს დილით დაიწყო, ათასობით მონაწილე, სავარაუდოდ, იუსტიციის სასახლისკენ წავა და დემონსტაცია 13 საათზე დასრულდება Rue de la Loi-ზე, სადაც ისინი შინაგან საქმეთა მინისტრს, ანელის ვერლინდენს შეხვდებიან.
გუშინ მსოფლიო ჩემპიონატზე მაროკომ ბელგიის საფეხბურთო ნაკრები დაამარცხა, რასაც ბელგიის რამდენიმე ქალაქის ქუჩებში მაროკოს მხარდამჭერებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ჰუსინმა კვირას მომხდარი ინციდენტის შემდეგ თქვა, რომ სიტუაცია "ცუდიდან უარესისკენ" მიდის.