ბელგიელი მეცნიერი: კორონავირუსის 10-დან 1 შემთხვევა ომიკრონია
ბელგიაში 10-დან 1 კორონავირუსის შემთხვევა ომიკრონ შტამია. ამის შესახებ ბელგიელმა მეცნიერმა, მიკრობიოლოგმა ემანუელ ანდრემ განაცხადა.
მისი თქმით, ომიკრონ შტამის გადადების სისწრაფე სხვა ვარიანტებზე ბევრად აღემატება.
ომიკრონი ამჟამად მთელ ევროპაში სწრაფად ვრცელდება.
გაერთიანებული სამეფო ომიკრონის ახალი ეპიცენტრია. პარასკევს ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 93000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ბრიტანეთის მთავრობა ვირუსის შესაჩერებლად დამატებითი შეზღუდვების, მათ შორის, ლოქდაუნების გამოცხადებას არ გამორიცხავს.
საფრანგეთის პრემიერმა ჟან კასტექსმა ომიკრონზე განაცხადა, რომ შტამი "სინათლის სიჩქარით" ვრცელდება.