ბელგიის თავდაცვის სამინისტროზე კიბერშეტევა მოხდა

 

ბელგიის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ორშაბათს სამინისტროს ვებგვერდზე კიბერშეტევა განხორციელდა.

ჰაკერებმა პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებული სისუსტე - Log4j გამოიყენეს, რომლის შესახებაც, სამინისტრომ დეკემბერში გაიგო. 

ამ თავდასხმის შემდეგ, კიბერუსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ცდილობენ Log4j-ის სისუსტეების აღმოფხვრას.

ვრცელდება ცნობები, რომ ამ მიმართულებით მოწყვლადი Amazon და Microsoft-იც არიან.

სფეროს ექსპერტები თვლიან, რომ ჩინეთის, ირანის, ჩრდილოეთ კორეის ან თურქეთის ხელისუფლების მხარდაჭერილმა ჰაკერებმა შეიძლება ეს სისუსტე სხვა სახელმწიფოების წინააღმდეგაც გამოიყენონ.

ბელგიის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ჯგუფი მუშაობს მათი ქსელების დაცულობის უზრუნველსაყოფად. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობა კიბერუსაფრთხოების დაფინანსების გაზრდას გეგმავს.

 

 

 

მსგავსი სიახლეები