ბელორუსის შეიარაღებულ ძალებში საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება გამოცხადდა
ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დაუგეგმავი შემოწმება გამოაცხადა.
სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შემოწმება ალექსანდრ ლუკაშენკოს ბრძანებით ამოქმედდა.
"ზომები იქნება ყოვლისმომცველი ხასიათის, ჯარებს მოუწევთ, რაც შეიძლება მალე გადავიდნენ დანიშნულების ადგილას, გამოიყენონ საინჟინრო აღჭურვილობა, მოაწყონ თავდაცვითი პოზიციები და ასევე ააშენონ გადასასვლელები მდინარეებზე ნემანსა და ბერეზინაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ასევე ნათქვამია, რომ შემოწმების პერიოდში "იგეგმება სამხედრო ტექნიკის და პერსონალის გადაადგილება, ასევე მოქალაქეთა გადაადგილების დროებითი შეზღუდვა ცალკეულ საჯარო გზებსა და რელიეფის უბნებზე".