ბენეტი: ომის დასაწყისში პუტინი დამპირდა, რომ ზელენსკის არ მოკლავდა
ისრაელის ყოფილი პრემიერის თქმით, კრემლში შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა მას პირობა მისცა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის არ მოკლავდა.
ამის შესახებ ნაფტალი ბენეტმა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას განაცხადა.
ბენეტი მედიატორობას უკრაინის მოთხოვნით დათანხმდა, ამისთვის იუდეველებისთვის წმინდა შაბათის წესიც დაარღვია და ვლადიმირ პუტინთან მოსალოპარაკებლად მოსკოვში გაემგზავრა.
ბენეტის მოსკოვში 2022 წლის 5 მარტს ჩაფრინდა - "ზელენსკის მოშორება ეს ყველაზე რთულია, ეს ლიდერის სიცოცხლეა. მე ვიცოდი, რომ ზელენსკის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და რომ ის ბუნკერში იყო, რუსებმა არ იცოდნენ ბუნკერის მდებაროება. რაღაც მომენტში მე ვუთხარი პუტინს: ამასთან დაკავშირებით რა ხდება, შენ აპირებ ზელენსკის მოკვლას? მან მიპასუხა, რომ ზელენსკის არ მოკლავდა",- ამბობს ბენეტი.
ისრაელი ყოფილი პრემიერის თქმით, პუტინთან შეხვედრის შემდეგ მან დაურეკა ვოლოდიმირ ზელენსკის და უთხრა, რომ პუტინი მის მოკვლას არ აპირებდა. ბენეტი ამბობს, რომ მასთან საუბრის შემდეგ ზელენსკიმ საკუთარ კაბინეტში ვიდეო მიმართვა ჩაწერა.
კონტექსტი
ზელენსკიმ ნამდვილად ჩაწერა მსგავსი შინაარსის ვიდეო, ოღონდ არა 5 მარტს, როგორც ამას ბენეტი ამბობს, არამედ 7 მარტს.
თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა მსგავსი შინაარსის ვიდეო პირველად 25 თებერვალს ჩაწერა - კადრში ჩანან უკრაინის პრეზიდენტი, პრემიერი, უმრავლესობის ლიდერი, პრეზიდენტის ოფისის უფროსი და მისი მრჩეველი. ვიდეო ჩაწერილია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ეზოში.