ბერნარ-ანრი ლევი: უკრაინელი მაღაროელები ეპიკური გმირები არიან

ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა და მწერალმა ბერნარ-ანრი ლევიმ უკრაინელ მაღაროელებს ფრონტის ხაზის ეპიკური გმირები უწოდა. ამის შესახებ მან NV-სთვის დაწერილ სვეტში ისაუბრა.

ლევი მუდმივი დაბომბვის ქვეშ მყოფ ქალაქებს და რინატ ახმეტოვის კომპანია ДТЭК-ს ერთ-ერთ მაღაროს ეწვია.

"ჩვენ ზაპოროჟია ვნახეთ, პუტინის შანტაჟისგან გაბრუებული, რომელმაც თავისი არტილერია და ჯარები ატომური ელექტროსადგურის შუაგულში განათავსა. ღამე კრივოი როგში გავატარეთ. ჩვენი გამგზავრებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ატომური სადგური დაბომბეს. კაშხალმა წყალდიდობა გამოიწვია და ქალაქის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა", - წერს პუბლიცისტი.

მან აღნიშნა, რომ დონბასის ქვანახშირის მაღაროებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ენერგეტიკულ ბრძოლაში. ასევე დნეპროპეტროვსკის რეგიონის მაღაროებს, სადაც, მისი თქმით, მაღაროელთა ფრონტის ხაზი მიწისქვეშ 245 მეტრის სიღრმეზე გადის.

"ხალხი შავი სახეებით პირჯვარს იწერს, თითქოს ფრონტზე მიდიან, პირველი დონის შესასვლელთან მოოქროვილი ხის ხატების წინ. ოთხი საათის შემდეგ, უკანა გზაზე, მაღაროელები უკრაინის ჰიმნს მღერიან, სანამ უკან სუფთა ჰაერზე დაბრუნდებიან", - თქვა ფრანგმა ფილოსოფოსმა.

ბერნარ-ანრი ლევიმ უკრაინელი მაღაროელების გმირობა მსოფლიო ომის მოვლენებს შეადარა.

"ქვანახშირისთვის ბრძოლამ საფრანგეთში 1945 წელს დაასრულა წინააღმდეგობის ეპოპეა. აქ, უკრაინაში, მაღაროელები ეპიკური გმირები არიან ფრონტის ხაზზე იმ ომში, რომელიც ვითარდება მიწაზე და მიწისქვეშეთში", - შეაჯამა მან.

მსგავსი სიახლეები